პინო
პინო
ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომლის სამშობლოდ ითვლება ბურგუნდია. მისგან დგება ლალის ფერი ღვინო. ასევე გამოყენებულია სახელგანთქმული შამპანურის დასამზადებლად. საქართველოში შავი პინო შემოიტანეს XX ს-ის დასაწყისში კახეთში, ქართლსა და იმერეთის რაიონებში. შავ პინოს ქართლში კრეფენ სექტემბრის პირველ ნახევარში, ხოლო იმერეთში აგვისტოს დამლევს. ამჟამად საქართველოში გამოიყენება მხოლოდ შამპანურის დასამზადებლად. იხ. აგრეთვე: ალიგოტე.