რკინის საწური
ბრძმედი, ღრმად მოყვანილი ფილა, რომელშიც ლითონი დასაწურად იყრებოდა. ფილას ძირზე დატანებული ჰქონდა ხვრელი, რომლითაც რკინის წურვის დროს გარეთ გამოდიოდა გამოყოფილი წიდა.