სათაურა
სათაურა
- ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილია. ესაა გასათხოვარი ქალის თავსადები - ნახევარრკალის მოყვანილობის, მაღალი წინდაცერებული და მდიდრულად ნაქარგი. სათაურა რამდენიმე სახის იყო: კავიანი, ყურიანი, საყენ-ყურიანი, საყენიანი და მაღალი. ძირითადად გასათხოვარი ქალები ატარებდნენ. იგი ორნამენტით იყო შემკული და ღილ-მძივებით გაწყობილი. გათხოვილი ხევსური ქალი მას უმატებდა ხევსურულ მანდილს. ეს მანდილი შინნაქსოვი შალისგან - ტოლისაგანაა დამზადებული. ოთხკუთხაა, ცალ მხარეს აქვს ფოჩი, მისი ბოლოები მოქარგულია;
- მოქარგული რგოლი, რომელსაც ქალები თავშალზე ან ჩიქილაზე იხურავდნენ (ხევსურეთი).