გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საკურცხილი

საკურცხილი


სკამ-სავარძელი, საუფროსო სკამი განკუთვნილი ოჯახის უფროსი მამაკაცისათვის. საკურცხილი მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისგან: ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი. საკურცხილის დასამზადებლად იხმარება იარაღები - საჩვრეტი, ჩქუთი, თხელი წალდი. საკურცხილის ნაწილები შეკრულია უწებოდ და ულურსმოდ. საკურცხილი მახვშის უფლების ატრიბუტია. საკურცხილი დგას კერასთან და მთავარ როლს ასრულებს სვანთა რიტუალურ და სოციალურ ყოფაში. შდრ.: საკარცხული.