გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სამგლოვიარო ჯაჭვი

სამგლოვიარო ჯაჭვი


სამგლოვიარო ტანსაცმლის ერთ-ერთი ელემენტი. კეთდებოდა ძველი საომარი ჯაჭვის პერანგის ნარჩენებისგან. ზოგჯერ ოქრომჭედლის ნახელავიც იყო. გულზე ჩამოსაკიდი, ლითონის წვრილი რგოლებისგან წმინდად მოქსოვილი, გრძელი, ვიწრო ჯაჭვია. მისი სიგრძე არშინზე მეტი ყოფილა, სიგანე კი ერთ მტკაველს უტოლდებოდა, ბოლოში ება შავი ბაწრის ბურთი, რომელსაც ამავე ფერის ფოჩები ჰქონდა ჩამოკიდებული. იგი გამოხატავდა ჭირის პატრონის მწუხარებას. მას იკეთებდნენ დედა, ცოლი, დეიდა, და, მამიდა. ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და მამაკაცებს ამ ჯაჭვის ხმარება არ ევალებოდათ.