გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სამყოფი

სამყოფი


  1. ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი, კვადრატული ფორმის დიდი ოთახი. მის დგამ-ავეჯში შედიოდა კერა, ავეჯი, ლოგინი და სხვა საოჯახო ნივთები;
  2. კარსუკანაისაგან ლასტის ტიხრით გამოყოფილი ყველაზე დიდი სათავსი (ხევი);
  3. სახლის ქვედა სართულის ოთახი, სადაც უფრო ხშირად იმყოფებოდა ოჯახი (ხევსურეთი);
  4. საცხოვრებელი სახლის მესამე სართული (ხევსურეთი);
  5. ბოსელში ერთ მხარეს ფიცრით ან ლატნებით შემოკავებული ადგილი. გაკეთებული იყო ოთახის მსგავსად, სადაც შეიძლებოდა ცეცხლის დანთება და ადამიანის ცხოვრება. სამყოფში ღამით ოჯახის რომელიმე წევრი იმყოფებოდა და თვალყურს ადევნებდა საქონელს. სინონიმი: შინა.