სამხრე
სამხრე
- პერანგის საგულე (ფშავი);
- გოდრის სახელურები (გურია);
- პერანგის შიგნით, მხრების ადგილას, სიმაგრისათვის დადებული სარჩული;
- ვრცელი მართკუთხა ქსოვილი, რომელსაც ახვევენ მხრებზე მღვდელმსახურს ევქარისტიული კურთხევის წარმოთქმის ან წმიდა ევქარისტიის გადატანის დროს;
- სამხრეები სამხედრო მოსამსახურეების მხრებზე სატარებელი განმასხვევებელი ნიშნები, რომლებიც ბევრ სახელმწიფოში სამხედრო ფორმის ტანსაცმლის სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს. მიუთითებს სამხედრო წოდებაზე, შეიარაღებული ძალების სახეობაზე, ჯარების (ძალების) გვარეობის ან სამსახურისადმი სამხედრო მოსამსახურის კუთვნილებაზე. სამხრეებს განასხვავებენ ფორმის ტანსაცმლის სახეობის, დამაგრების (დაკერებული, მოსახსნელი, ჩაკერებული) ხერხის, სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობის კუთვნილების მიხედვით; შეიძლება იყოს სწორკუთხა, ტრაპეციისებრი, სამკუთხა.