სატიკნე
სატიკნეს გორა წარმოადგენს სოფ. ჭობარეთის ჩრდილოეთით მდებარე, მაღალი ქედის თხემზე არსებულ, ერთ-ერთ მწვერვალს, რომლის თავზე და სამხრეთის ფერდზე, 2012 წელს, არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ქართულ-ავსტრალიური ექსპედიცია. გორის წვერი ხელოვნურადაა მოვაკებული, მას მშრალი წყობით ნაშენი ორი მეტრის სიგანის გალავანი შემოუყვება.[1] ეს უკანასკნელი შედგება ორ რიგად დაწყობილი გარე და შიდა მოზრდილი ქვებისაგან შემდგარი კედლებისა და მათ შორის დარჩენილ სივრცეში ჩაყრილი წვრილი ქვებისაგან. გარე საპირე ქვები შიდასთან შედარებით უფრო მოზრდილია. მათი სიგრძე საშუალოდ 50 სმ-ია. თავდაცვით კედელზე ალიზის აგურების ნაშთი არ დადასტურებულა, რის გამოც გამთხრელებმა ივარაუდეს, რომ, აქ, ხის კონსტრუქცია უნდა ყოფილიყო გამართული, რომელიც მიწით იქნებოდა შევსებული.[2] სიმაგრის ტერიტორიაზე, გათხრების შედეგად, ძირითადად, გამოვლინდა ანტიკური და შუა საუკუნეების კერამიკული მასალა.[3] თუმცა, ასევე, დადასტურდა რკინის ხანის კერამიკის ფრაგმენტებიც.[4]
სამხრეთ ფერდზე ჩატარებულმა გათხრებმა გამოავლინა მტკვარ-არაქსის კულტურის მძლავრი დასახლება, რომლის თავზე მოქცეული იყო ჩამორეცხილი გვიან ანტიკური და შუასაუკუნეების მასალა. ადრე ბრინჯაოს სტრუქტურების გაწმენდისას, გვიანბრინჯაოს, თუ ადრერკინის ხანის უკონტექსტო კერამიკის ფრაგმენტების აღმოჩენამ, გამთხრელებს, აქ, ამავე პერიოდის დასახლების არსებობა ავარაუდებინა.[5] დაზვერვებისას, სატიკნეს გორაზე, ჩემს მიერ ნანახი ფორტიფიკაცია, ნამდვილად ეკუთვნის ციკლოპურების რიგს.
სატიკნე
რეგიონი | სამცხე |
უახლოესი დასახლება | ჭობარეთი |
აბსოლუტური სიმაღლე | 1650 მ |
მოიცავს | 0.16 ჰა |
კედლის სისქე | 2.0-2.5 მ |
გრძედი | 41.587000° N |
განედი | 43.124500° E |
Google Plus კოდი | H4PF+QR Chobareti |
ტიპი | გამაგრებული დასახლება |
წყარო
ლიტერატურა
- ↑ Kakhiani, K., Sagona, A., Sagona, C., Kvavadze, E., Bedianashvili, G., Massager, E., Martin, L., Herrscher, E., Martkoplishvili, I., Birket-Rees, J., Longford, C. Archaeological Investigations at Chobareti in southern Georgia, the Caucasus, Ancient Near Eastern Studies, 2013, გვ. 8
- ↑ იქვე, გვ. 19
- ↑ იქვე, გვ. 29
- ↑ იქვე, გვ. 35
- ↑ იქვე, გვ. 26-27, 34