სექვი
- ჯარგვლის ოდაში გვერდითი კედლის გასწვრივ გამართული ფართო და გრძელი ტახტი. იყო ოჯახის მოსასვენებელი;
- ქვისკედლიანი ტერასა (აჭარა);
- ფართო და გრძელი ტახტი (აჭარა);
- ბუხრის თავი, ბუხრის ქვის ზედა თაროსავით გამოწეული ქიმი, სადაც წვრილმან საოჯახო ნივთებს აწყობდნენ (აჭარა).