სირგულა
სირგულა
კახური ვაზის ჯიში
მარცვალი ღია ყვითელი ფერისაა, საშუალო ან საშუალოზე დიდი, ოვალური ფორმის, კანი რბილობს ადვილად არ სცილდება. რბილობი მკვრივია, მდნადი, ოდნავ კრახუნა. მარცვლის გემო სასიამოვნო და ჰარმონიულია, სუსტად გამოსახული, მაგრამ შესამჩნევი ჯიშური არომატით. იძლევა ადგილობრივი მოხმარების ხარისხიან სუფრის ყურძენს. არ გამოირჩევა მაღალი ტრანსპორტაბელურობით.
სოკოვანი დავადებების მიმართ საშუალოდ გამძლეა ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე მცირედ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყარო