გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ტყუპები

ტყუპები[1]


ციკლოპური სიმაგრე მდებარეობს ბუზმარეთის ტაფობში, სოფ. ვანიდან დასავლეთით, მაღალი მთის წვერის კლდოვან მასივზე. კომპლექსი შედგება ორი კოშკისა და მათ შორის გავლებული კედლისაგან. სიმაგრეს, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, გაკეთებული აქვს ქვის ჯავშნიანი ხელოვნური ციცაბო ფერდი, რომელზეც, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ადის გზა ძირითად კომპლექსამდე. სიმაგრის შესასვლელი შემორჩენილი არ არის, თუმცა, მის მდებარეობაზე კოშკებს შორის მიუთითებს აქვე ამომავალი გზა.

კოშკები ოთხკუთხედის ფორმისაა. მათი ზომები განსხვავებულია. სამხრეთ-დასავლეთის კოშკი შედარებით მცირეა. მისი ზომები საშუალოდ 8x6 მეტრია. კოშკში შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ყოფილა. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი მოიცავს დაახლოებით 9x9 მეტრ ფართობს. მას შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. მათი კედლების სიმაღლე ორ მეტრს აღემატება. კოშკებს შორის აღმართული ყოფილა კედელი. მიუხედავად იმისა, რომ კედელი ცუდადაა შემონახული, აშკარად შეიმჩნევა, რომ ის კოშკებზე დაბალი უნდა ყოფილიყო.

ტყუპები

რეგიონი სამცხე
უახლოესი დასახლება ვანი
აბსოლუტური სიმაღლე 2246 მ
მოიცავს 0.16 მ2
კედლის სისქე 2.0-2.5 მ
გრძედი 41.445888° N
განედი 43.124411° E
Google Plus კოდი C4WF+9Q ვანი
ტიპი სიმაგრე


წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

შენიშვნა
  1. დასახელება მიანიჭა დ. ნარიმანიშვილმა