გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

უბე

უბე


  1. ოკეანის, ზღვის, ტბის, წყალსაცავის ხმელეთში შეჭრილი მცირე ნაწილი. ზოგჯერ უბე განლაგებულია საკუთრივ ყურეში. უბე წყლის სივრცეში შეიძლება შეჭრილი იყოს კლდეებით, ნაპირით ან ახლომდებარე კუნძულით. ადგილობრივი პირობები ადგენენ მის ჰიდროლოგიურ რეჟიმს, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება მასთან ახლოს მდებარე წყლის რეჟიმისაგან. უბე მეტად მოსახერხებელია გემების სადგომად. უბე და მისნაირი ჰიდროლოგიური ობიექტები ფორმირდება ეროზიის შედეგად. გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობა აქვს და იგი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ყურეს, ისე ზღვას.
  2. არე ტანსაცმლის ქვეშ, გულმკერდთან;
  3. ურმის ნაწილი; ერთმანეთთან შეერთებული ხელნები (იხ. ურემი)
  4. ხომალდის შიდა ნაწილი მგზავრთა დასასვენებლად. ლაზეთში მას ძაო, ჰამბარი ერქვა.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=უბე&oldid=10578“-დან