გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ქვის ინდუსტრია

ქვის ინდუსტრია


ქვის იმ არტეფაქტების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენებოდა განსაზღვრულ პერიოდში ან დამახასიათებელია განსაზღვრული არქეოლოგიური კულტურისთვის. უფრო ვიწრო გაგებით ეს არის ქვის არტეფაქტების კოლექცია, რომელიც მომდინარეობს კონკრეტული არქეოლოგიური ძეგლიდან. ტერმინი უფრო ფართო გაგებით იხმარება, ვიდრე "ქვის იარაღები", რადგანაც მოიცავს ამ არტეფაქტთა შექმნის მთელ ჯაჭვს, წარმოების ნაშთების ჩათვლით. ცნება "ქვის ინდუსტრია" მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვის გახლეჩისა და დანაწევრების გარკვეულ ტექნიკასთან და მისი დამუშავების სხვა მეთოდებთან.

ბუნებრივია, დროთა განმავლობაში იზრდება ქვის დამუშავების ტექნიკის სირთულე, რაც ჰომინიდების ერთი სახეობის მეორე, უფრო პროგრესული სახეობით ჩანაცვლებას შეესაბამება. ეს სირთულე საშუალებას იძლეოდა უფრო სრულყოფილი იარაღები დამზადებულიყო, ასევე უფრო ყაირათიანად დახარჯულიყო ქვის ნედლეული. ქვის ხანის არქეოლოგიაში საკმაოდ ბევრი "ქვის ინდუსტრია" ანუ ქვის დამუშავების ტექნიკა გამოიყოფა.