გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ქისი

Qisi.jpg

ქისი


სინონიმები: წობენურა, დამპალა

კახური ვაზის ჯიში

მარცვალი მომწვანო-მოყვითალოა, მზისკენ მიქცეულ მარცვლებს ხშირად უჩნდება სიდამწვრის ყავისფერი ლაქები. ოვალური, იშვიათად მომრგვალო, შუაში უფრო განიერი და ბოლომომრგვალებული. კანი თხელი აქვს, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი საკმაოდ წვნიანი. გემო სასიამოვნო, ჰარმონიულობა და არომატი კარგადაა გამოხატული. კარგად უძლებს გვალვას და ხასიათდება კარგი ყინვაგამძლეობით. ნაცრის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს. აქვს მიდრეკილება მარცვლების ობით დაფარვისაკენ, განსაკუთრებით წვიმიან შემოდგომაზე. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში.

ღვინო უდავოდ მაღალი ღირსებისაა. იგი კრიალაა. ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით. არომატი კარგადაა გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო, ხოლო გემო სრული, ჰარმონიული აქვს. კახურად დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა - იგი მუქი ჩალისფერია, კარგად გამოსახული ხილის სასიამოვნო არომატით, ნაზი, სრული, შინაარსიანი, გემო ჰარმონიული და ხავერდოვანი. მიიღება ძალიან კარგი ხარისხის სადესერტო ღვინოები.


წყარო


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ქისი&oldid=11562“-დან