გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ღვინის თეთრი

ღვინის თეთრი


კახური ვაზის ჯიში

მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალებული, ქარვისებური, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი თხელია, არ სცილდება რბილობს, დაფარულია თანაბარი ცვილისებური ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, სუსტად კნატუნა, სასიამოვნო გემოსი. მგრძნობიარეა ნაცრისადმი. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის პირველ დეკადაში. რქის მომწიფება ძალიან კარგი. ზრდის სიძლიერე საშუალო. მარცვლის დაწვრილება უმნიშვნელო. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.

შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. სასუფრე ყურძნის დახასიათება: მოიხმარება როგორც ადგილობრივი დანიშნულების სასუფრე ყურძენი.


წყარო