ყათარი
ყათარი
- ჯორთ შვიდეული (სულხან-საბა); ქარავანი;
- მცირე ზომის ტერასის სახელწოდება ქართლში. ეწყობოდა უფრო მეტი დაქანების ფერდობზე. თითოეულ ყათარს ნაპირზე გასდევდა მიწის შემაგრებული ზოლი - ნაზურგი, რომელსაც ბაზო ეწოდებოდა. ბაზო მორწყვისათვის კეთდებოდა. თითოეულ ყათარს სიგრძეზე გასდევდა თითო სარწყავი რუ. ყათრები ცალ-ცალკე, ზევიდან ქვევით, თანდათან ირწყვებოდა;
- სამიწათმოქმედო სამუშაო, რომელიც დაკავშირებული იყო მიწისთვის წყლის არხის გაჭრასთან და ეს იყო პირველი კვალი.