გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ძაძა

ძაძა

ძაძა


  1. (ლათ. Vigna sinensis) — ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს სწორი ან გართხმული ღერო, რომლის სიგრძე 20-200 სმ-ს აღწევს, დიდი, სამყურა, გრძელყუნწიანი ფოთოლი, 2-8 ყვავილისაგან შეკრებილი ყვავილედი, ნაყოფი — პარკი, შიგ 4-10 თესლით, რომელიც შეიცავს 24-28% ცილას, 1.5-2% ცხიმს. იყენებენ სასურსათოდ და საკვებად. თესავენ წმინდად ან სიმინდთან და სხვა კულტურებთან ერთად. თესვის ნორმაა 35-40 კგ/ჰა. ძაძა გავრცელებულია ჩინეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვ. საქართველოში იზრდება ძაძის რამდენიმე ფორმა.
  2. სოიოს სინონიმი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ძაძა&oldid=10788“-დან