გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ხვამლობა

ხვამლობა


იხ. აგრეთვე: კვირტობა

ლეჩხუმის მოსახლეობა ხვამლის მთას ამინდის განმგებლად მიიჩნევდა. ავი ტაროსის მბრძანებლად ლეჩხუმლებს ელია მიაჩნდათ. მათი წარმოდგენით ელია ბრმა უნდა ყოფილიყო, ან ცალთვალა. ის ჭექა-ქუხილს დაუძღვება ცაზე და რადგან მხედველობა არ უვარგა, ეშმაკს დაჰყავს. ეშმაკი ხშირად ატყუებს მას და სოფლის თავზე ჭექა-ქუხილს დაატეხინებს და სეტყვას აგზავნინებს. ზოგიერთის თქმით ის ჭექა-ქუხილის დროს ეშმაკს ესროდა მეხს. ხალხი როცა შეამჩნევდა რომ ხვამლის მთაზე მუქი ღრუბლები გაჩნდა, ეს მოსალოდნელი იყო ჭექა ქუხილის და სეტყვის, უმალ ზარის რეკვასა და ცაში თოფის სროლას იწყებდა, ამით თითქოს ელიას გააგებინებდნენ, რომ სოფლის თავზეა და ისიც გადაიფიქრებდა ჭექა-ქუხილის და სეტყვის გამოშვებას დედამიწაზე.

ახლაც გაიგონებთ ჩვენს სოფლებში ცუდი ამინდის დროს, მოსალოდნელი სეტყვისას, ტაშტების ხმაურს, თოფის სროლას-ხოლო ზარის რეკვას მამაო კრძალავს. ლეჩხუმში უხსოვარი დროიდან შემოღებულია "მითიური" მთის ხვამლის დღესასწაული "ხვამლობა", რომელიც მაისში იმართება აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს. ის საეკლესიო კალენდარის სულთა შაბათს ემთხვევა. საკულტო ხედ ითვლება კაკლის ხე, რომლის ძირში უნდა შესრულებულიყო (ზოგი დღესაც აკეთებს) ამ დღისადმი მიძღვნილი რიტუალი. ერთი ვარიანტი ამ რიტუალიდან:
ხვამლობა დღეს ოჯახის უფროსი ქალი მოზელდა პურს, სახვამლობო ნიგოზისგან, დაამზადებდა სამ ნიგვზიან ტაბლას და ერთს ჯვრის ფორმის კვერს, სამ ჯვრის ფორმიან სანთელს, სამ კაკლის ნაჭუჭს. ესენი ერთ ბოთლ ღვინოსთან ერთად სახვამლობო კაკლის ქვეშ მიჰქონდა. ტაბლას წაღმა შემოატრიალებდა და დაილოცებოდა: "ხვამლობის გამჩენო, ლებანის გამჩენო ძალო და მადლო გამიბედნიერე ჩემი ქმარ-შვილი, დაიფარე ხველისგან, სნებისგან, სანამ ცოცხალი ვიქნე, მე შენ ძირში მომკლა და შეხვეწილი არ დავაგდო."
ლეჩხუმში გავრცელებული რწმენით უხუცესები ახლაც ამბობენ "თუ ხვამლი დეირუხუნებს ფეხგასულზე კაი მოსავალი იქნებაო", "ვინცხას ხვამლი სწყალობს, ნიავი და ქარი არ დაელევაო."


წყარო


ლიტერატურა