ჯამი
ჯამი
ჭურჭლის სახეობა
ჯამნი არიან ჭურჭელნი წნოანთა შეჭამადთანი: ბადია, ლოდა, ლოდაკი, უსკურა, პინაგი და ფილჯამი. ბადია არს ჯამი ყოველთა უდიდეს, ვინათგან ნადიმთა შინა მით მოიღებენ წნოვანსა მენადიმეთათვის მისაღებელად და მუნით გან(ჰ)ყოფენ; ლოდა არს უმცირეს მისსა და უდიდეს სხვათა ჯამთა(სა); ლოდაკი არს ჯამი ერთისა კაცისა ჯერისად მისართმეველი; უსკურა არს სამი-ოთხი, გინა მეტი ჯამნი ქმნილნი ერთსა თეფშსა ზედა ღეროიანად ნაქმ(ა)რად სხვადასხვა საჭმელებთათვის; პინაგი არს ჯამი ლოდაკისა უდიდესი ორთა კაცისა მისართმად; ხოლო ფილჯამი – უმცირეს ყოველთასა მჟავეთათვის და მაწონთა მისართმეველად (სულხან-საბა).