ჯვარი
ჯვარი
- 1. ფიგურა, რომელიც შედგება ორი გადამკვეთი ზოლისგან ან მართკუთხედებისგან. ხშირად კუთხე 90° შეადგენს. ზოლები ტრადიციულად ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგდებიან. ის ადამიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სიმბოლოა, რომელიც გამოყენებულია მრავალ რელიგიასა და კულტურაში, მაგრამ ყველაზე ხშირად მას ასოცირებენ ქრისტიანობასთან;
ჯვრის ტიპი | აღწერა | სურათი |
---|---|---|
ქრისტიანული ჯვარი | ასევე ცნობილია, როგორ ლათინური ჯვარი. არის ქრისტიანობის ყვალაზე გავრცელებული სიმბოლო. ჯვრის აღმოჩენა იესოს მოწამეობრივ სიკვდილთან არის დაკავშირებული, რომელსაც მან ჯვარზე მიიღო. | |
ანხი |
ასევე ცნობილია, როგორც ეგვიპტური ჯვარი, ნილოსის გასაღები, მარყუჟული ჯვარი. ძველ ეგვიპტეში იყო სიცოცხლისა და მოსავლის სიმბოლო. ქრისტიანობაში ეს სიმბოლო კატეგორიულად დაუშვებელია, რათა ეკლესია მიიჩნევს რომ ეს ეშმაკის ჯვარია. ხშირად ამ ჯვარს გოთები ატარებენ. |
|
კოპტური ანხი |
კოპტური ანხი არის ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანების ორიგინალური კოპტური ჯვრის თავისებური გამოყენება. |
|
ორიგინალური კოპტური ჯვარი |
ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანები იყენებდნენ ამ ჯვარს. |
|
კოპტური ჯვარი |
პატარა წრე ცენტრში, რომლისგანაც პარალელური ზოლების ორი წყვილი გამოდის. ზოლებს შორის, რომლებიც შეადგენენ 90° არის განთავსებული T-ფორმის სიმბოლოები. ეს ჯვარი ასახავს ქრისტეს ჯვარცმას და ადრე ფართოდ გამოიყენებოდა კოპტურ ეკლესიაში, რომლის ცენტრი განთავსებულია ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში. |
|
ახალი კოპტური ჯვარი |
ეს არის კოპტური ჯვრის ახალი ფორმა, რომელსაც ფართოდ იყენებენ ქრისტიანი ეგვიპტელები და თვით კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის ცენტრი განთავსებულია ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში. ეს ვერსია არის შედგენილი ზევით აღნიშნული ჯვრების საფუძველზე. |
|
მზის ჯვარი |
ეს სიმბოლო ცნობილია, როგორც მზის ჯვარი და ფართოდ იყენებოდა ამერიკელი ინდიელების სამკურნალო ბორბალში. ასევე არის გნოსტიციზმის მოძრაობათა სიმბოლო. |
|
მაღალი ჯვარი |
ცალკე მდგომი კელტური ჯვარი, სიმბოლო, რომელიც ხშირად გვხვდება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. ჯვარი ფართოდ არის გამოყენებული ეკლესიებსა და სასაფლაოებზე. |
|
კენტერბერის ჯვარი |
გამოიყენება ანგლიკანურ ეკლესიაში. ჯვარს აქვს ოთხი ერთნაირი სიგრძის შტო, რომელიც გამოხარულია რკლის ფორმით ბოლოში. ეს რკალნი შეუღლებლად წარმოქმნიან წრეწირის ფორმას. ყველა შტოს აქვს ამოიჭრილი ტრიკვერტი, რომელიც სამებას ასახავს. ჯვრის ცენტრში არის პატარა მართკუთხედი. ეს ჯვარი ნაპოვნია ქ. კენტერბერიში 1867 წელს და თარიღდება 850 წლით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ჯვარს ანგლო-საქსონური წამოშობა აქვს. |
|
ჯვარცმა |
ჯვარი და იესოს ტანის გამოსახულება ჯვარცმის დროს. ეს ჯვარი არის ფართოდ გამოყენებული კათოლიკურ, ანგლიკანურ, მართლმადიდებლურსა და აღმოსავლეთის ეკლესიათა მთელ რიგში. |
|
ბერძნული ჯვარი |
ეს ჯვარი არის მართლმადიდებლური და ადრეული ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო. მისი ყველა შტო ერთი სიგრძისა. ამ ჯვარს უწოდებენ ბერძნულ ჯვარს, იმიტომ რომ ეს ჯვარი გამოსახული საბერძნეთის დროშასა და გერბზე. |
|
ფლორიანეს ჯვარი |
ჯვარი მიღებულია, როგორც სახანძრო ემბლემა, ასევე არის წმ. ფლორიანეს[1] სიმბოლო. ფლორიანის ჯვარი ჰგავს მალტიისა და პეტის ჯვარს, თუმცა ამ ჯვარს მრგვალი მკლავები აქვს. ჯვრის ორივე ვერსია აქ არის მოყვანილი. |
|
აღმოსავლური მართლმადიდებლური ჯვარი |
ასეთი ჯვარი მიღებულია ტრადიციულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში ასევე აღნოსავლურ კათოლიკურ სამყაროში. ჯვარზე ასახულია ასოები IC XC, რომლებითაც მართლმადიდებლურ სამყაროში იესოს სახელის ინიციალები აღინიშნება. |
|
წმინდა ბრიჯიდის ჯვარი |
ასეთი ჯვარი მთელი ირლანდიის ტერიტორიაზე გვხვდება. ამ სიმბოლოს ავტორია პრინცესა ბრიჯითი, რომელიც წარმართი მეფის ასული იყო. მან ჯვარი ლერწმისგან შექმნა, სწორედ ჯვარა უკავშირდება ირლანდიის ხალხთა მოქცევა. თვით სახელი ბრიჯითი წარმოიშვა ბრიგითისაგან (ან ბრექეთისგან), რომელიც კელტების წარმართული რელიგიის მთავარქალღმერთის სახელია. |
|
ხი-რო |
ჯვარი, რომელიც კონსტანტინე დიდის დროს სახელმწიფოს სიბმოლად იყო მიღებული. ჯვარი შედეგბა ორი ბერძნული ასოსგან χ და ρ, რაც სავარაუდოდ ქრისტიანობას ნიშნავს. |
- 2. ქართლური ვაზის ჯიში
- 3. იგივეა, რაც ხატი (აღმ. საქ. მთიანეთი)
შენიშვნა:
- ↑ წმინდა ფლორიანე არის პოლონეთისა და ავსტრიის მფარველი.