ჯვრის შეკაზმვა
ჯვრის შეკაზმვა
ქორწილის წინ სიძის დას ან რძალს (აუცილებლად დედმამიანს) ნათლიისათვის ჯვარი უნდა შეეკაზმა. ჯვარი იყო სადგარში ჩასმული ტოტებიანი ხე. იგი მთელი ქორწილის მანძილზე ნათლიას ებარა. ჯვარზე წვერზე ჩამოაცვამდნენ მრგვალად მოხარშულ ქათამს, გვერდით წვეროებზე კი - ვაშლებს. ნათლია ჯვარს ნეფის სახლში ქორწილის დასრულებამდე ნეფე-დედოფალის წინ დგამდა.