ჰალვა
ჰალვა
(არაბულად: حَلاوة — „ტკბილეულობა“), აღმოსავლური წარმოშობის ტკბილეული.
მასალა
- ნიგოზი - 100 გრ
- თხილი - 20 გრ
- მზესუმზირა - 100 გრ
- ფქვილი - 160 გრ
- შაქარი - 180 გრ
- წყალი - 0,5 ჭიქა
- ზეთი - 75 მლ
- ნაღები - 75 გრ
- ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
- მშრალ ტაფაზე მოხალეთ მზესუმზირა, თხილი დ ნიგოზი, შემდეგ დაფქვით კარგად ბლენდერში. ცალკე მოხალეთ ფქვილი და ისიც შეურიეთ მზესუმზირას და ნიგოზს.
- მოამზადეთ შაქრის სიროფი, ჩაამატეთ ზეთი, ნაღები და ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, ადუღეთ რამდენიმე წუთი.
- შეურიეთ ერთმანეთს ორივე მასა, ჩაამატეთ ვანილი, მოათავსეთ ჭურჭელში და რამდენიმე საათი გააჩერეთ გრილ ადგილას.