გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

არქიტექტურული ორდერი

კლასიკური ორდერები

არქიტექტურული ორდერი


არქიტექტურული კომპოზიცია, სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი კონსტრუქცია და წყობის განსაზღვრული კანონები. ჩაისახა ანტიკურ საბერძნეთში და გავრცელდა ევროპის მრავალი ქვეყნის კლასიკურ არქიტექტურაში. ორდერი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ფუძე, სვეტი და კოჭოვანი სისტემა – ანტაბლემენტი. ცნობილია ხუთი კლასიკური ორდერი: დორიული, ტოსკანური, იონიური, კორინთული, კომპოზიტი. ძირითადი განსხვავება ცალკეულ ორდერებს შორის მდგომარეობს როგორც ცალკეული ელემენტების წყობასა და მხატვრულ დამუშავებაში, ასევე მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტების პროპორციებში.