გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ჰალვა

ჰალვა

ჰალვა


(არაბულად: حَلاوة — „ტკბილეულობა“), აღმოსავლური წარმოშობის ტკბილეული.

მასალა

  • ნიგოზი - 100 გრ
  • თხილი - 20 გრ
  • მზესუმზირა - 100 გრ
  • ფქვილი - 160 გრ
  • შაქარი - 180 გრ
  • წყალი - 0,5 ჭიქა
  • ზეთი - 75 მლ
  • ნაღები - 75 გრ
  • ვანილი - 1 შეკვრა


მომზადების წესები

  1. მშრალ ტაფაზე მოხალეთ მზესუმზირა, თხილი დ ნიგოზი, შემდეგ დაფქვით კარგად ბლენდერში. ცალკე მოხალეთ ფქვილი და ისიც შეურიეთ მზესუმზირას და ნიგოზს.
  2. მოამზადეთ შაქრის სიროფი, ჩაამატეთ ზეთი, ნაღები და ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, ადუღეთ რამდენიმე წუთი.
  3. შეურიეთ ერთმანეთს ორივე მასა, ჩაამატეთ ვანილი, მოათავსეთ ჭურჭელში და რამდენიმე საათი გააჩერეთ გრილ ადგილას.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ჰალვა&oldid=6402“-დან