სოიო: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე-7, კოლხიდა-4, ადრეულა-6, სენაკის და სხვა. | საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე-7, კოლხიდა-4, ადრეულა-6, სენაკის და სხვა. | ||
− | საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სახელწოდებით – სოიო, ასევე სხვა სახელებით სხვადასხვა კილოკავებზე: იმერული – [[ძაძა]], უხარჩავა (უხარშავა), ქვალობიო, ცერცვალა; ქვემო იმერული – მუხუდო; რაჭული – ძაძა-ლობიო; გურული – იაპონია, იაპონიის ლობიო, მუხუდო; აჭარული – სოიო; ჭანური – სოია-ლობია; მეგრული – მუხუდა, მუხუდო. | + | საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სახელწოდებით – სოიო, ასევე სხვა სახელებით სხვადასხვა კილოკავებზე: იმერული – [[ძაძა]], უხარჩავა (უხარშავა), ქვალობიო, ცერცვალა; ქვემო იმერული – მუხუდო; რაჭული – ძაძა-ლობიო; გურული – იაპონია, იაპონიის ლობიო, მუხუდო; აჭარული – სოიო; ჭანური – სოია-ლობია; მეგრული – მუხუდა, [[მუხუდო]]. |
---- | ---- | ||
[[კატეგორია:ს]] | [[კატეგორია:ს]] | ||
[[კატეგორია:მემინდვრეობა]] | [[კატეგორია:მემინდვრეობა]] | ||
[[კატეგორია:მებაღეობა-მებახჩეობა]] | [[კატეგორია:მებაღეობა-მებახჩეობა]] |
მიმდინარე ცვლილება 08:18, 25 აგვისტო 2020 მდგომარეობით
სოიო
(ლათ. Glycine) — ბალახოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს რამდენიმე ათეულ სახეობას. ფართოდაა გავრცელებული კულტურული სოიო (Glycine hispida ანუ Glycine max), რომლის სამშობლოც ჩინეთია. იყოფა ოთხ ქვესახეობად: კორეული, მანჯურიული, ჩინური და ინდური. ერთწლოვანი სოიოს სიმაღლე 0,2-2 მეტრამდე აღწევს. პარკი ღია ან მუქი შავია, შიგ არის 2-3 (ან 1-4) ღია ფერის მარცვალი. სინათლისა და ტენის მოყვარულია. კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე (გარდა მჟავე, დაჭაობებული და ბიცობი ნიადაგებისა).
სოიო ტექნიკური, საკვები და სიდერალური კულტურაა. 100 გრამ სოიოში 24-45% ცილაა, 20-32% ნახშირწყლები, 13-37% ცხიმი, 381 კკალორია. შეიცავს D, B, E და სხვა ვიტამინებს.
საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე-7, კოლხიდა-4, ადრეულა-6, სენაკის და სხვა.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სახელწოდებით – სოიო, ასევე სხვა სახელებით სხვადასხვა კილოკავებზე: იმერული – ძაძა, უხარჩავა (უხარშავა), ქვალობიო, ცერცვალა; ქვემო იმერული – მუხუდო; რაჭული – ძაძა-ლობიო; გურული – იაპონია, იაპონიის ლობიო, მუხუდო; აჭარული – სოიო; ჭანური – სოია-ლობია; მეგრული – მუხუდა, მუხუდო.