ლარსა (შუმერი): განსხვავება გადახედვებს შორის
(2 შუალედური ცვლილებები იმავე მომხმარებლის მიერ არ არის ნაჩვენები) | |||
ხაზი 91: | ხაზი 91: | ||
</tr> | </tr> | ||
<tr> | <tr> | ||
− | <td> | + | <td>განედი</td> |
<td>31.291529° N</td> | <td>31.291529° N</td> | ||
</tr> | </tr> | ||
<tr> | <tr> | ||
− | <td> | + | <td>გრძედი</td> |
<td>45.847781° E</td> | <td>45.847781° E</td> | ||
</tr> | </tr> | ||
ხაზი 108: | ხაზი 108: | ||
</table></p> | </table></p> | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ლ1]] [[კატეგორია:ნამოსახლარი]] |
მიმდინარე ცვლილება 04:57, 25 აპრილი 2020 მდგომარეობით
ლარსა მნიშვნელოვანი უძველესი შუმერული ქალაქი იყო, რომელიც მზის ღმერთ უთუ-ს კულტის ცენტრი იყო. ის მდებარეობს ურუქიდან 25კმ.-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყში.
ისტორია
შუმერების მეფეების ნაწერების მიხედვით "ლარაგი" (Larag) იყო 5 ქალაქიდან ერთ-ერთი, რომელიც ლეგენდარულ არქაულ დროში მართავდა სახელმწიფოს. ისტორიული ლარსა უკვე არსებობდა ლაგაშის მეფის ეანათუმის მეფობის დროს, რომელმაც ის თავის იმპერიას შეუერთა. ქალაქი პოლიტიკურ ძალად იქცა ისინ-ლარსას ერთიანობის პერიოდში. მას შემდეგ რაც ურის მესამე დინასტია დაინგრა.
გუნგუნუმის ორმა შთამომავალმა აბისარემ და სუმუელმა მიიღეს ზომები რომ გადაეჭრათ ისინთან დამაკავშირებელი გზა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისინმა სწრაფად დაკარგა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა.
ლარსა გახდა ძლიერი, მაგრამ ის არადროს მოიცავდა დიდ ტერიტორიას. მეფე რიმ-სინის დროს ის მოიცავდა 10-15-მდე ქალაქ-სახელმწიფოს, მის გარშემო ქალაქები კონტროლდებოდა სხვა დინასტიების მიერ მესოპოტამიის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, უზარმაზარი შემობების პროექტები და სოფლის მეურნეობის ნაკვალევი, შესაძლებელია არქეოლოგიურად იყოს აღმოჩენილი. ბაბილონელი ჰამურაბის მიერ რიმ-სინის დამარცხების შემდეგ ლარსამ დაკარგა თავისი გავლენა, მაგრამ არის თქმულება, რომ ლარსა იყო ბაბილონის სილანდის დინასტიის სახლად აღიარებული ქალაქი.
ლარსას მეფეები
მეფე | პერიოდი | კომენტარები |
---|---|---|
ნაპლანუმი | დაახ. 1961—1940 ძვ. წ. | ურის III დინასტიის მეფის იბი-სუენის თანამედროვე |
ემისუმი | დაახ. 1940—1912 ძვ. წ. | |
სამიუმი | დაახ. 1912—1877 ძვ. წ. | |
ზაბაია | დაახ. 1877—1868 ძვ. წ. | სამიუმის ვაჟი |
გუნგუნუმი | დაახ. 1868—1841 ძვ. წ. | ისინის მმართველ ლიპიტ-ეშტარისგან მოიპოვა დამოუკიდებლობა |
აბისარე | დაახ. 1841—1830 ძვ. წ. | |
სუმუელი | დაახ. 1830—1801 ძვ.წ. | |
ნურ-ადადი | დაახ. 1801—1785 ძვ. წ. | ბაბილონელი სუმუ-ლა-ელის თანამედროვე |
სინ-იდინამი | დაახ. 1785—1778 ძვ. წ. | ნურ-ადადის ვაჟი |
სინ-ერიბამი | დაახ. 1778—1776 ძვ. წ. | |
სინ-იქიშამი | დაახ. 1776—1771 ძვ. წ. | ისინის მართველის ზამბიიას თანამედროვე, სინ-ერიბამის ვაჟი |
სილი-ადადი | დაახ. 1771—1770 ძვ. წ. | |
ვარად-სინი | დაახ. 1770—1758 ძვ. წ. | კუდურ-მაბუკის შესაძლო თანამმართველი |
რიმ-სინი I | დაახ. 1758—1699 ძვ. წ. | ვარად-სინის ძმა, ურუქის მმართველის ირდანანეს თანამედროვე, დამარცხდა ბაბილონის მმართველის ჰამურაბის მიერ |
ჰამურაბი ბაბილონელი | დაახ. 1699—1686 ძვ. წ. | ბაბილონის ოფიციალური მმართველი |
შამშუ-ილუნა ბაბილონელი | დაახ. 1686—1678 ძვ. წ. | ბაბილონის ოფიციალური მმართველი |
რიმ-სინი II | დაახ. 1678—1674 ძვ. წ. | დაიღუპა ბაბილონის წინააღმდეგ აჯანყების დროს |
არქეოლოგია
ლარსას ნაქალაქარი ფარავს ოვალს, რომლის დიამეტრი 7 კილომეტრია, უმაღლესი წერტილი კი 21 მეტრზეა. ტელ-ეს შენკერეში, ეგრედ წოდებული შინკარა პირველად გათხარა ვილიამ ლოფტუსმა 1850წელს, ერთ თვეზე ნაკლებ დროში. იმ დროში არქეოლოგია ცდილობდა მუზეუმებისთვის მოეპოვებინა ექსპონატები და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ჩანაწერებისა და ჩანახატების გაკეთებას, ამ დროში findspot-ები ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა.
ვილიამ ლოფტუსმა აღმოაჩინა იმ შენობის ნაწილები და ნანგრევები, რომელიც ნებუჩადნეზარ მეორემ ააშენა ნეო-ბაბილონის იმპერიაში. ამ აღმოჩენის მეშვეობით არქეოლოგებს გზა მიეცათ დაედასტურებინათ ლარსას ნაქალაქარი.
ლოფტუსს დიდი წვლილი მიუძღვის შამაშის ტაძრის აღმოჩენაში, რომელიც რეკონსტრუქტირებული იყო ნებუჩადნეზარ მეორის მიერ.
ლარსა დაბეჯითებით იყო შესწავლილი და დამუშავებული 1903 წელს ვოლტერ ანდეას მიერ. მისი შემოგარენი კი შეისწავლა და დაამუშავა მეცნიერმა ედგარ ჯეიმს ბანკსმა 1905 წელს. მან დაადგინა რომ მოსახლეობაში გავრცელებული იყო ამ ტერიტორიის ძარცვა. პირველი მეცნიერულ-არქეოლოგიური გათხრები შენკერეშ-სი ჩატარდა 1933 წელს ანდრე პეროტის მეთაურობით. მან 1967 წელს განაახლა ამ ადგილებში მუშაობა.
1969-1970 წლებში არქეოლოგიური გათხრები კვლავ ჩატარდა ჯინ-კლაუდ მარუერონის ხელმძღვანელობით. 1976-1991 წლებს შორის საფრანგეთის არქეოლოგების დელეგაციის მიერ ტარდებოდა ექსპედიცია.
ლარსა
რეგიონი | ქვემო შუამდინარეთი |
ქვეყანა | ერაყი |
ძველი სახელი | UD.UNUGKI, LarsamKI |
თანამედროვე სახელი | Tell as'Senkereh |
განედი | 31.291529° N |
გრძედი | 45.847781° E |
პერიოდი | შუმერი აქადი, ბაბილონი |
მფარველი ღვთაება | უთუ |