მეფეთა ველი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Mepeta veli.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>მეფეთა ველ...) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
<hiero>G41-G1-Aa1:D21-O1-O29:Y1-A50-s-Z4:Y1-G7-N35-C11-Z2:N35-M4-M4-M4-t:Z2:N35-O29:O1*O1-G7-S34-U28-s-D2:Z1-R14-t:t-N23*Z1:N35-R19-t:O49-G7</hiero> | <hiero>G41-G1-Aa1:D21-O1-O29:Y1-A50-s-Z4:Y1-G7-N35-C11-Z2:N35-M4-M4-M4-t:Z2:N35-O29:O1*O1-G7-S34-U28-s-D2:Z1-R14-t:t-N23*Z1:N35-R19-t:O49-G7</hiero> | ||
+ | |||
{{Panorama | {{Panorama | ||
|image = Image:Valley of the Kings panorama.jpg|link=| | |image = Image:Valley of the Kings panorama.jpg|link=| |
12:15, 15 ივლისი 2019-ის ვერსია
მეფეთა ველი (არაბ. وادي الملوك, Wādī al Mulūk), მეფეთა კარიბჭის ველი (არაბ. وادي ابواب الملوك, Wādī Abwāb al Mulūk), არის ველი ეგვიპტეში, სადაც 500 წლის განმავლობაში, ძვ. წ-აღ. მე-16 საუკუნიდან ძვ. წ-აღ. მე-11 საუკუნემდე ფარაონებისა და ეგვიპტელი დიდებულებისათვის გამართული იყო დასაკრძალი აკლდამები ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ხანაში (ძველი ეგვიპტის მე-18 — მე-20 დინასტიები).
ველი მდებარეობს მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ძველეგვიპტური ქალაქის თებეს (თანამედროვე ლუქსორი) საპირისპირო მხარეს, თებეს ნეკროპოლისის შუაგულში. ვადი შედგება ორი ველისაგან: აღმოსავლეთ ველისა (სადაც თავმოყრილია სამეფო აკლდამების უმეტესობა) და დასავლეთ ველისაგან.
2005 წელს ახალი აკლდამის KV63-სა და 2008 წელს კიდევ ორი ახალი აკლდამის ჩასასვლელის აღმოჩენის შემდეგ ველზე გამოვლენილი სამარხებისა და აკლდამების რიცხვი 63-ს მიაღწია (სადაც წარმოდგენილია როგორც უბრალო ორმოსამარხები (მაგ. KV54), ასევე დიდი კომპლექსები (როგორიცაა მაგ. KV5, რომელიც 120 სამარხისგან შედგება). ეს იყო ახალი სამეფოს ფარაონებისა და დიდებულების მთავარი დასაკრძალი ადგილი. სამეფო აკლდამები შემკულია სცენებით ეგვიპტური მითოლოგიიდან და წარმოდგენას გვიქმნის მაშინდელი რწმენისა და დაკრძალვის ტრადიციების შესახებ. თითქმის ყველა აკლდამა გახსნილი და გაძარცულია ძველ დროს, მაგრამ ისინი მაინც გვიქმნის წარმოდგენას ფარაონების სიმდიდრისა და ძალაუფლების შესახებ.
ეს მიდამოები არქეოლოგებისა და ეგვიპტოლოგების შესწავლის ინტერესს მე-19 საუკუნის ბოლოდან წარმოადგენს და სულ ახალი და ახალი აღმოჩენები კვლავ აღრმავებს მეცნიერთა ინტერესს. ბოლო დროის უდიდესი აღმოჩენა იყო ტუტანხამონის KV62 აკლდამის აღმოჩენა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება. 1979 წელს ის თებეს ნეკროპოლისთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.
|