გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სოიო: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right"><center><small>სოიო</small></center></di...)
(განსხვავება არ არის)

08:10, 25 აგვისტო 2020-ის ვერსია

სოიო

სოიო


(ლათ. Glycine) — ბალახოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს რამდენიმე ათეულ სახეობას. ფართოდაა გავრცელებული კულტურული სოიო (Glycine hispida ანუ Glycine max), რომლის სამშობლოც ჩინეთია. იყოფა ოთხ ქვესახეობად: კორეული, მანჯურიული, ჩინური და ინდური. ერთწლოვანი სოიოს სიმაღლე 0,2-2 მეტრამდე აღწევს. პარკი ღია ან მუქი შავია, შიგ არის 2-3 (ან 1-4) ღია ფერის მარცვალი. სინათლისა და ტენის მოყვარულია. კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე (გარდა მჟავე, დაჭაობებული და ბიცობი ნიადაგებისა).

სოიო ტექნიკური, საკვები და სიდერალური კულტურაა. 100 გრამ სოიოში 24-45% ცილაა, 20-32% ნახშირწყლები, 13-37% ცხიმი, 381 კკალორია. შეიცავს D, B, E და სხვა ვიტამინებს.

საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე-7, კოლხიდა-4, ადრეულა-6, სენაკის და სხვა.

საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სახელწოდებით – სოიო, ასევე სხვა სახელებით სხვადასხვა კილოკავებზე: იმერული – ძაძა, უხარჩავა (უხარშავა), ქვალობიო, ცერცვალა; ქვემო იმერული – მუხუდო; რაჭული – ძაძა-ლობიო; გურული – იაპონია, იაპონიის ლობიო, მუხუდო; აჭარული – სოიო; ჭანური – სოია-ლობია; მეგრული – მუხუდა, მუხუდო.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=სოიო&oldid=10790“-დან