გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნეფისკვერი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''ნეფისკვერი'''</big> ---- საქორწინო რიტუალური პური ხევსურეთში. ი...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 14:44, 25 აგვისტო 2020 მდგომარეობით

ნეფისკვერი


საქორწინო რიტუალური პური ხევსურეთში. ის ფორმით დისკოსებურია და მის კიდეებზე ძაფზე ასხმული მძივები გასხივოსნებულ მზეს მოგვაგონებს. ჯვრის პურის მსგავსად, ისიც დღის მნათობის - მზის ამსახველ ემბლემას წარმოადგენს. ნეფისკვერს პატარძლის ოჯახში შესვლის წინ ნეფის ტაბლაზე აუცილებლად დებდნენ და, როგორც წესი, უნდა შეეჭამათ ქორწილის მესამე დღეს. აღნიშნული რიტუალი, როგორც ფიქრობენ, ღვთაებრივ ძალასთან ზიარების გამომხატველი გადმონაშთია, რომელიც ხდებოდა იმისათვის, რომ მზის ცხოველმყოფელი ძალა და ნაყოფიერების თვისება ნეფე-დედოფალზე გადასულიყო. შემდგომში დამატებული რამდენიმე წესი (კვერის მეჯვარისთვის მირთმევა, ნეფე-პატარძლის წინ მისი დადება, კვერით კერის გარშემო შემოვლა, მათ წინ ფულიანი ვაშლების დაწყობა) კი დიდი ღმერთის გულის მოგებას ისახავს მიზნად, ახალად შექმნილი ოჯახის საკეთილდღეოდ.


ლიტერატურა:

  • ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978