გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნეფის ტაბლა

ნეფის ტაბლა


ხევსურეთში ქორწილის დღეს, პატარძლის ოჯახში შესვლის წინ, შლიდნენ ნეფის ტაბლას. დიასახლისი მასზე აწყობდა მძივებითა და წითელი ნაჭრებით მორთულ ჯვრის პურს, ჯვრის ფორმის 3 მოსანთოს (რაზეც სანთელს ანთებდნენ და დეკანოზი ლოცავდა), აგრეთვე მძივებით მორთულ, ხის ჯვრებით გაწყობილ და სანთლებით გაჩირაღდნებულ არყის ბოთლებს, რომლებზეც ჩამოცმული იყო ნეფისკვერები.


ლიტერატურა:

  • ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978