სამყოფი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''სამყოფი'''</big> ---- # ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი, კვადრატული...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 10:19, 19 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
სამყოფი
- ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი, კვადრატული ფორმის დიდი ოთახი. მის დგამ-ავეჯში შედიოდა კერა, ავეჯი, ლოგინი და სხვა საოჯახო ნივთები;
- კარსუკანაისაგან ლასტის ტიხრით გამოყოფილი ყველაზე დიდი სათავსი (ხევი);
- სახლის ქვედა სართულის ოთახი, სადაც უფრო ხშირად იმყოფებოდა ოჯახი (ხევსურეთი);
- საცხოვრებელი სახლის მესამე სართული (ხევსურეთი);
- ბოსელში ერთ მხარეს ფიცრით ან ლატნებით შემოკავებული ადგილი. გაკეთებული იყო ოთახის მსგავსად, სადაც შეიძლებოდა ცეცხლის დანთება და ადამიანის ცხოვრება. სამყოფში ღამით ოჯახის რომელიმე წევრი იმყოფებოდა და თვალყურს ადევნებდა საქონელს. სინონიმი: შინა.