ბორანო: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <center><small>ბორანო კეცზე</small></center> <big>'''ბორანო'''</big> ---- და...) |
(განსხვავება არ არის)
|
20:49, 13 ივლისი 2019-ის ვერსია
ბორანო
დაწნული, გამხმარი ყველი, რომელსაც ერბო-კარაქში ხარშავენ (აჭარა).
მომზადებისას გამოიყენება იაღი, აჭარული მარილიანი კარაქი, იაღის არქონის შემთხვევაში კი ჩვეულებრივი. თუმცა, რასაკვირველია, უმჯობესია ყველა ინგრედიენტი ავთენტური იყოს.
ყველი საჭიროა დაწნული აჭარული, სასურველია დაძველებულიც. სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს უფრო პიკანტურს ხდის.
ყველი უნდა დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა ჯამში და დავალბოთ. თუ ძალიან მლაშეა, რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი, ბოლოს გადავწუროთ. იაღი გავადნოთ სანამ არ ამოფუვდება და ყავისფრად არ მოიბრაწება, ასე მდუღარე დავასხათ დამბალ ყველს და ამოვურიოთ.