გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ქუარა: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 66: ხაზი 66:
 
</table></p>
 
</table></p>
 
----
 
----
[[კატეგორია:q]]
+
[[კატეგორია:ქ1]]
 
[[კატეგორია:ნამოსახლარი]]
 
[[კატეგორია:ნამოსახლარი]]

20:34, 4 აგვისტო 2019-ის ვერსია

ძველი აღმოსავლეთი

ქუარა (ასევე ცნობილია როგორც Kisiga, Ku'ara, თანამედროვე Tell al'Lahm-ი) იყო შუმერული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე, ურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახ. 30 კმ-ის დაშორებით. შუმერის მეფეთა სიის მიხედვით, ქუარა იყო ურუქის ლეგენდარული მეფის დუმუზიდ მეთევზის სამშობლო.

ქალაქის მფარველი ღვთაება იყო ნერგალი. შუმერულ მითოლოგიაში ქუარა მოხსენიებულია, როგორც ღმერთ მარდუქის (ასარლუჰი), ენქის ვაჟის დაბადების ადგილი. მარდუქისა და ნინეჰამას კულტები კონცენტრირებული იყო ქუარაში.

ისტორია

ქუარას საძირკველი ჩაეყარა დაახ. ძვ. წ-აღ. 2500 წელს, შუმერული II ადრედინასტიის დროს. ის იყო სპარსეთის ყურის საზღვაო პორტი, ვაჭრობდა დილმუნის პორტთან.

ძვ. წ-აღ. 709 წელს, ასურეთის მეფე სარგონ II შეეცადა შეეპყრო მარდუქ-აფალ-იდინა II, რომელიც გაიქცა ქუარაში. სარგონის ჯარი გარსშემოერტყა ქუარას და გაანადგურა ქალაქი.

ევფრატის მიერ ჩამოტანილმა ალუვიურმა მასალამ თანდათანობით შეავსო სპარსეთის ყურე და ქუარას თანამედროვე ადგილმდებარეობა საკმაოდ დაშორებულია ყურეს, რომელიც 4500 წლის წინათ საზღვაო პორტს წარმოადგენდა.

არქეოლოგია

Tell al'Lahm-ის არქეოლოგიური ნამოსახლარი შედგება ორი ბორცვისაგან, რამდენიმე პერიფერიული განშტოებით, მდებარეობს მშრალი არხის კალაპოტთან.

ძეგლი 1855 წელს რამდენიმე დღის განმავლობაში J. E. Taylor-ის მიერ. მან აღმოაჩინა რამდენიმე წარწერიანი აგური და ლურსმული ფირფიტა. 1918 წელს მცირე სამუშაოები ჩაატარა R. Campbell Thompson-მა, როდესაც იგი ერიდუს გათხრებს აწარმოებდა. ცოტა მოგვიანებით, Fuad Safar-მა გაავლო სადაზვერვო თხრილები ქუარაში.


გარე ბმული

ქუარა

რეგიონი ქვემო შუამდინარეთი
ქვეყანა ერაყი
ძველი სახელი Kisiga, Ku'ara
თანამედროვე სახელი Tell al'Lahm
გრძედი 30.834351° N
განედი 46.332080° E
პერიოდი შუმერი, აქადი
მფარველი ღვთაება ნერგალი


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ქუარა&oldid=3726“-დან