გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Dagi.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>ცხენის დაღებ...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 07:37, 28 აგვისტო 2019 მდგომარეობით

ცხენის დაღები

დაღი


დადაღვა, გახურებული რკინის იარაღით – შანთით ამომწვარი საკუთრების ნიშანი მსხვილფეხა საქონლის ბეჭზე, გავაზე ან თავკისერზე (წვრილფეხა საქონელზე საკუთრების ნიშანი ცნობილია სერის სახელწოდებით). ცხენის დადაღვა გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში. ფეოდ. ხანაში მხოლოდ მაღალი წოდების კუთვნილი საქონელი იდაღებოდა. ყმას შეეძლო ბატონისათვის დ. გამოეთხოვა და სამაგიეროდ "დაღის გადასახადი" მიერთმია. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ შეძლებულმა გლეხებმა დაიწყეს ცხენის დადაღვა თავისი ნიშნებით ან თავისი გვარის პირველი ასოთი. დაღს წინასწარ ნახშირით ან ცარცით გამოსახავდნენ და შემდეგ შანთით ამოწვავდნენ. დაღის მზა ყალიბიც არსებობდა.


ლიტერატურა

  • მ. მაკალათია, მესაქონლეობა მესხეთში (სამცხე-ჯავახეთი), კრ.: მასალები მესხეთ-ჯავახეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1972 წ.
  • ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941 წ.
  • ვ. შამილაძე, ალპური მესაქონლეობა საქართველოში, თბ., 1969 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=დაღი&oldid=4500“-დან