ეჯიბი: განსხვავება გადახედვებს შორის
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 16:17, 13 ნოემბერი 2019 მდგომარეობით
ეჯიბი
- (ძვ.) ქორწილში ნეფის პირველი მაყარი, მეჯვარე. იგი იყო ქორწილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. უნდა აერჩიათ უახლოესი განაყარი ოჯახიდან. მას სამემკვიდრეო უფლებებიც ჰქონდა, რომელთა მიხედვით, თუ ჯერი მიდგებოდა ქონების ბიძაშვილისთვის გადაცემაზე, პირველობა სწორედ ეჯიბ ბიძაშილს ეკუთვნოდა;
- ვაჟის, ნეფის ბიძაშვილი ან ძმადნაფიცი, რომელიც ქორწილში ვაჟის მარჯვნივ ჯდებოდა (ფშავი);
- (ისტ.) ერთ-ერთი დიდ მოხელეთაგანი მეფის სასახლეში, ამირეჯიბის ხელქვეითი, მეკარე, მეფისათვის მთხოვნელთა სურვილის მომხსენებელი.