დედოფალა: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''დედოფალა'''</big> ---- # იხ.: თოჯინა; # (ლათ.: Mustela nivalis) — ძუძუმწოვარი ცხ...) |
(განსხვავება არ არის)
|
14:08, 7 მარტი 2020-ის ვერსია
დედოფალა
- იხ.: თოჯინა;
- (ლათ.: Mustela nivalis) — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელი. მისი სხეულის სიგრძეა 13-26 სმ, კუდისა — 1,4-9 სმ, წონა — 30-250 გ-მდე. აქვს ხშირი, მოკლე ბეწვით დაფარული მეტად მოქნილი სხეული. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთისა), ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოშიც ბევრგან გვხვდება. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს 3-9 ნაშიერს. მავნე მღრღნელების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. სინონიმი: სინდიოფალა.