გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ქალთგორობა: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''ქალთგორობა'''</big> ---- '''სინონიმი: ლაფაობა''' ყველიერის კვირა...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 08:11, 28 მარტი 2020 მდგომარეობით

ქალთგორობა


სინონიმი: ლაფაობა

ყველიერის კვირაში მთელი სოფელი დილიდან ვინმეს სახლში იკრიბებოდა და ოჯახის უხუცესი წევრისთვის ქადები მიჰქონდათ. უხუცესი ქადას ჭრიდა და გარდაცვლილებს ახსენებდა. შემდეგ, სახით აღმოსავლეთისკენ დგებოდა და ხორბლის მარცვალს სამჯერ მიმოაფრქვევდა და თან ხვავისთვის და ბარაქისთვის სპეციალურ სარიტუალო სიტყვებს წარმოსთქვამდა. ამის მერე დამსწრე კაცებს თითო-თითო პეშვ ხორბალს ურიგებდა და შუადღიდან ცეკვა-თამაში და გართობა იწყებოდა.

ახალგაზრდები ერთმანეთს მურით მჭვარტლავდნენ. ამოგანგლულები დასაბანად მდინარეზე მიდიოდნენ და დიდხანს და მხიარულად ჭყუმპალაობდნენ. დაბანილები მიწაზე ხისგან გამოთლილ რგოლს აგდებდნენ და ირგვლივ სხდებოდნენ. ზურგსუკან ხელებშემოლაგებულები, რგოლის აღებას კბილებით რიგ-რიგობით ცდილობდნენ. ვინც ვერ აიღებდა, იმ დღის პურმარილიც მასზე იყო.