გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ალაო

17:52, 5 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ლუდის ალაო

ალაო


  1. ლუდის, არყისა და ბურახის გამოსახდელად საგანგებოდ გაღვივებული და დაღერღილი მარცვლეული (ქერი, ხორბალი, შვრია);
  2. ნაწვიმარი ხორბლის პური. არ ცხვება ხეირიანად და უგემურია;
  3. სინესტისაგან გაფუჭებული ფქვილი;
  4. როდესაც ძროხას უჭირს ხბოს მომყოლის (ბუდის) დაბადება, ძროხას ასმევენ ალაოს, დამზადებულს ფერისცვალების დღეს მოკრეფილი და გამხმარი პიტნისაგან, რომელსაც პურთან ერთად წყალში ხსნიან.

წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ალაო&oldid=1420“-დან