გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თემი

თემი


  1. საქართველოს მთიანეთში ერთი გვარის მოსახლეობა, საერთო წეს-ჩვეულებითა და სალოცავით;
  2. სოფელთა ჯგუფები;
  3. ქვეყნის ერთი ნაწილი (სულხან-საბა).

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ,,თემი", საერთო სისხლისმიერი წარმომავლობის დასახლებათა ერთობის აღმნიშვნელ ტერმინადაა დამკვიდრებული - მაგ: ლატალის თემი, მულახის თემი, ღების თემი, სურების თემი და ა.შ.


თემი[1] 1. (ისტ.) ქვეყნის ნაწილია, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით. 2. საქართველოს მთიანეთში - ერთი გვარის მოსახლეობა.


'თემი ' ადრინდელი, გვაროვნული, სისხლით ნათესაობის ბუნებრივ საწყისებზე წარმოქმნილი სოციალური ორგანიზაციის ფორმა.

წყარო: ქსე, ტ.4, თბ. 1979, გვ. 649


  1. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, რედ. არნოლდ ჩიქობავა, თბ. 1986, გვ. 239
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თემი&oldid=9514“-დან