თემი
თემი
- საქართველოს მთიანეთში ერთი გვარის მოსახლეობა, საერთო წეს-ჩვეულებითა და სალოცავით;
- სოფელთა ჯგუფები;
- ქვეყნის ერთი ნაწილი (სულხან-საბა).
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ,,თემი", საერთო სისხლისმიერი წარმომავლობის დასახლებათა ერთობის აღმნიშვნელ ტერმინადაა დამკვიდრებული - მაგ: ლატალის თემი, მულახის თემი, ღების თემი, სურების თემი და ა.შ.
თემი[1]
1. (ისტ.) ქვეყნის ნაწილია, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით. 2. საქართველოს მთიანეთში - ერთი გვარის მოსახლეობა.
თემი[2] ადრინდელი, გვაროვნული, სისხლით ნათესაობის ბუნებრივ საწყისებზე წარმოქმნილი სოციალური ორგანიზაციის ფორმა.
წყაროები