გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მარხვა

09:07, 3 მარტი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''მარხვა'''</big> ---- ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით...)

მარხვა


ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების) მიღების აკრძალვა. მარხვის დროს ზოგიერთი რელიგიით იზღუდება წყვილებს შორის სქესობრივი კავშირიც.

ქრისტიანობაში მარხვა სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მიეცა რელიგიური სანქცია, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებას, კათოლიკური სარწმუნეობა მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, მიძინებისა და შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს. პროტესტანტებს არა აქვთ მარხვის დღეები (ანგლიკანების გარდა), განსაკუთრებით ძლიერია მარხვის წესები მართლმადიდებლობაში.

მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა:

  • დიდმარხვა — ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ (მოძრავია და გრძელდება 7 კვირა);
  • პეტრე-პავლობის მარხვა — წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ (1–5 კვირა);
  • მარიამობის მარხვა — ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ (2 კვირა);
  • შობის მარხვა — ქრისტეს შობის წინ (6 კვირა).

ერთდღიანი მარხვებია:

  • ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;
  • ნათლისღების წინა დღე – 18 იანვარი;
  • წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე – 11 სექტემბერი;
  • ჯვართმაღლება – 27 სექტემბერი.

იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა (სამსჯავროს დღეები, ღირსსახსოვარი დღეები) მიღებულია მშობელთა მოსახსენიებელი მარხვა და სხვა.

ისლამის მიხედვით, მკაცრი მარხვა, საუმი (რამადანის თვეში, ასევე სხვა დღეებში ნებაყოფლობითი მარხვა) მორწმუნეს უკრძალავს ლუკმის მიღებას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. ეს მომქანცველი წესი იწვევს სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, მუსლიმთა თანაგრძნობას მათდამი, ვინც არააა შემძლე თავი გამოიკვებოს და მატერიალური გაჭირვების გამო იძულებულია იშიმშილოს.