ძველი აღმოსავლეთი
მეფეთა ველის მდებარეობა აეროფოტოზე (ისარი უჩვენებს ადგილს)
მეფეთა ველი (არაბ. وادي الملوك, Wādī al Mulūk), მეფეთა კარიბჭის ველი (არაბ. وادي ابواب الملوك, Wādī Abwāb al Mulūk), არის ველი ეგვიპტეში, სადაც 500 წლის განმავლობაში, ძვ. წ-აღ. მე-16 საუკუნიდან ძვ. წ-აღ. მე-11 საუკუნემდე ფარაონებისა და ეგვიპტელი დიდებულებისათვის გამართული იყო დასაკრძალი აკლდამები ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ხანაში (ძველი ეგვიპტის მე-18 — მე-20 დინასტიები).
ველი მდებარეობს მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ძველეგვიპტური ქალაქის თებეს (თანამედროვე ლუქსორი) საპირისპირო მხარეს, თებეს ნეკროპოლისის შუაგულში. ვადი შედგება ორი ველისაგან: აღმოსავლეთ ველისა (სადაც თავმოყრილია სამეფო აკლდამების უმეტესობა) და დასავლეთ ველისაგან.
2005 წელს ახალი აკლდამის KV63-სა და 2008 წელს კიდევ ორი ახალი აკლდამის ჩასასვლელის აღმოჩენის შემდეგ ველზე გამოვლენილი სამარხებისა და აკლდამების რიცხვი 63-ს მიაღწია (სადაც წარმოდგენილია როგორც უბრალო ორმოსამარხები (მაგ. KV54), ასევე დიდი კომპლექსები (როგორიცაა მაგ. KV5, რომელიც 120 სამარხისგან შედგება). ეს იყო ახალი სამეფოს ფარაონებისა და დიდებულების მთავარი დასაკრძალი ადგილი. სამეფო აკლდამები შემკულია სცენებით ეგვიპტური მითოლოგიიდან და წარმოდგენას გვიქმნის მაშინდელი რწმენისა და დაკრძალვის ტრადიციების შესახებ. თითქმის ყველა აკლდამა გახსნილი და გაძარცულია ძველ დროს, მაგრამ ისინი მაინც გვიქმნის წარმოდგენას ფარაონების სიმდიდრისა და ძალაუფლების შესახებ.
ეს მიდამოები არქეოლოგებისა და ეგვიპტოლოგების შესწავლის ინტერესს მე-19 საუკუნის ბოლოდან წარმოადგენს და სულ ახალი და ახალი აღმოჩენები კვლავ აღრმავებს მეცნიერთა ინტერესს. ბოლო დროის უდიდესი აღმოჩენა იყო ტუტანხამონის KV62 აკლდამის აღმოჩენა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება. 1979 წელს ის თებეს ნეკროპოლისთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.
მეფეთა ველის პანორამა, ხედი სამხრეთიდან
აღმოსავლეთი ველი
მეფეთა ველზე გათხრილ აკლდამათა უმრავლესობა აღმოსავლეთ ველზე მდებარეობს.
ნომერი |
სახელი |
პერიოდი |
კომენტარი
|
KV1 |
რამზეს VII |
მეოცე დინასტია |
|
KV2 |
რამზეს IV |
მეოცე დინასტია |
|
KV3 |
რამზეს III-ს უცნობი ვაჟი |
მეოცე დინასტია |
|
KV4 |
რამზეს XI |
მეოცე დინასტია |
|
KV5 |
რამზეს II-ს შვილები |
მეცხრამეტე დინასტია |
ჯერჯერობით 120 ოთახია გამოკვლეული. გათხრები არ დასრულებულა.ეს არის მეფეთა ველის ყველაზე დიდი აკლდამა.
|
KV6 |
რამზეს IX |
მეოცე დინასტია |
|
KV7 |
რამზეს II |
მეცხრამეტე დინასტია |
|
KV8 |
მერენპტაჰი |
მეცხრამეტე დინასტია |
|
KV9 |
რამზეს V და რამზეს VI |
მეოცე დინასტია |
ასევე ცნობილია 'მემნონის' აკლდამის სახელით.
|
KV10 |
ამენმესე |
მეოცე დინასტია |
|
KV11 |
რამზეს III |
მეოცე დინასტია |
|
KV12 |
უცნობი |
მე-18 და მე-19 დინასტიები |
საგვარეულო აკლდამა
|
KV13 |
მრჩეველი ბაი. მოგვიანებით ამენჰერხეფშეფი და მენთუჰერხეფშეფი |
მე-19 და მეოცე დინასტია |
|
KV14 |
ტაუსერტი, მოგვიანებით დაკრძალეს სეთნახტე |
მე-19 და მე-20 დინასტიები |
|
KV15 |
სეთი II |
მეცხრამეტე დინასტია |
|
KV16 |
რამზეს I |
მეცხრამეტე დინასტია |
|
KV17 |
სეთი I |
მეცხრამეტე დინასტია |
|
KV18 |
რამზეს X |
მეოცე დინასტია |
|
KV19 |
მენთუჰერხეფშეფი რამზეს IX-ს ვაჟი |
მეოცე დინასტია |
|
KV20 |
თუთმოს I და ჰათშეფსუტი |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV21, KV26, KV27, KV28, KV29, KV31, KV33, KV37, KV44, KV59 |
უცნობი |
ახალი სამეფო |
ძირითადი მფლობელები უცნობია
|
KV30 |
უცნობი |
მეოცე დინასტია |
|
KV32 |
თია'ა, ამენჰოტეპ II-ს მეუღლე |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV34 |
თუთმოს III |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV35 |
ამენხოტეპ II |
მეთვრამეტე დინასტია |
მრავალრიცხოვანი მუმიემი, მათ შორის ბევრი მეფისა, აქ იქნა გადმოსვენებული (იხ. სია).
|
KV36 |
მაიჰერფრი |
მეთვრამეტე დინასტია |
ჰათშეფსუტის დროინდელი დიდებული
|
KV38 |
თუთმოს I |
მეთვრამეტე დინასტია |
შესაძლებელია თუთმოს III-ს მიერ იყო ამ მეფისთვის მომზადებული
|
KV39 |
სავარაუდოდ ამენხოტეპ I-ს აკლდამა |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV40 |
მეფეთა ქალიშვილებისა და ვაჟების აკლდამა |
მეთვრამეტე დინასტია |
სამარხები ამენხოტეპ III-ს პერიოდით თარიღდება. მოგვიანებით ჩაშვებული იყო 22-ე დინასტიის სამარხები
|
KV41 |
უცნობი |
მეთვრამეტე დინასტია |
შესაძლოა დედოფალ თეთიშერის? აკლდამა იყოს
|
KV42 |
დედოფალი ჰათშეფსუტ-მერიეთრე |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV43 |
თუთმოს IV |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV45 |
უსერჰეტი |
მეთვრამეტე დინასტია |
დიდებული
|
KV46 |
იუია და თიუიუ |
მეთვრამეტე დინასტია |
დედოფალ თიის მშობლები. ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენამდე ეს იყო მეფეთა ველის ყველაზე კარგად შენახული აკლდამა.
|
KV47 |
სიპტაჰი |
მეცხრამეტე დინასტია |
|
KV48 |
ამენემოპეტი მეტსახელად პაირი |
მეთვრამეტე დინასტია |
დიდებული
|
KV49 |
უცნობი |
მეთვრამეტე დინასტია |
შესაძლოა საკუჭნაო იყო.
|
KV50,KV51, KV52 |
უცნობი |
მეთვრამეტე დინასტია |
აკლდამებში ცხოველთა ძვლები აღმოჩნდა. შესაძლოა ამენხოტეპ II-ს ცხოველები იყვნენ, რომლის აკლდამაც იქვეა.
|
KV53 |
უცნობი |
ახალი სამეფო |
|
KV54 |
უცნობი |
მეთვრამეტე დინასტია |
ეს შესაძლოა ტუტანხამონის საბალზამე იყო.
|
KV55 |
სმენხკარე/ახენატონი |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV56 |
უცნობი |
მეცხრამეტე დინასტია |
|
KV57 |
ჰორემჰები |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV58 |
უცნობი |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV60 |
სით-რე |
მეთვრამეტე დინასტია |
ჰათშეფსუტის პირფარეში
|
KV61 |
უცნობი |
ახალი სამეფო |
გამოუყენებელი ჩანს
|
KV62 |
ტიტანხამონი |
მეთვრამეტე დინასტია |
|
KV63 |
უცნობი |
მეთვრამეტე დინასტია |
დანიშნულება უცნობია
|
KV64 |
მომღერალი [ქალბატონი] ნეჰმეს ბასტეტი |
მე-18 და th and ეგვიპტის ოცდამეორე დინასტია|22-ე]] დინასტიები |
|
KV65 |
უცნობი |
ახალი სამეფო |
2008 წელს აღმოჩენილი ჯერ გაუთხრელი აკლდამის შესასვლელი
|
KVB – KVT |
ახალი სამეფო |
|
დასავლეთი ველი
დასავლეთ ველის აკლდამების ნუმერაცია აგრძელებს აღმოსავლეთის ველისას. იქ მხოლოდ ოთხი აკლდამაა გათხრილი.
WV22 – ამენხოტეპ III
WV23 – აი
WV24 – უცნობი.
WV25 – შესაძლოა ახენატონის დაუმთავრებელი აკლდამა იყოს.
WVA – ამენხოტეპ III-ს საკუჭნაო