გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თემი

  1. საქართველოს მთიანეთში ერთი გვარის მოსახლეობა, საერთო წეს-ჩვეულებითა და სალოცავით;
  2. სოფელთა ჯგუფები;
  3. ქვეყნის ერთი ნაწილი (სულხან-საბა).


ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ,,თემი", საერთო სისხლისმიერი წარმომავლობის დასახლებათა ერთობის აღმნიშვნელ ტერმინადაა დამკვიდრებული - მაგ: ლატალის თემი, მულახის თემი, ღების თემი, სურების თემი და ა.შ.


თემი 1. (ისტ.) ქვეყნის ნაწილია, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით. 2. საქართველოს მთიანეთში - ერთი გვარის მოსახლეობა.

წყარო: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, რედ. არნოლდ ჩიქობავა, თბ. 1986, გვ. 239.


'თემი ' ადრინდელი, გვაროვნული, სისხლით ნათესაობის ბუნებრივ საწყისებზე წარმოქმნილი სოციალური ორგანიზაციის ფორმა.

წყარო: ქსე, ტ.4, თბ. 1979, გვ. 649


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თემი&oldid=9494“-დან