ყათარი
16:21, 22 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ყათარი'''</big> ---- # ჯორთ შვიდეული (სულხან-საბა); ქარავანი; # მცირე...)
ყათარი
- ჯორთ შვიდეული (სულხან-საბა); ქარავანი;
- მცირე ზომის ტერასის სახელწოდება ქართლში. ეწყობოდა უფრო მეტი დაქანების ფერდობზე. თითოეულ ყათარს ნაპირზე გასდევდა მიწის შემაგრებული ზოლი - ნაზურგი, რომელსაც ბაზო ეწოდებოდა. ბაზო მორწყვისათვის კეთდებოდა. თითოეულ ყათარს სიგრძეზე გასდევდა თითო სარწყავი რუ. ყათრები ცალ-ცალკე, ზევიდან ქვევით, თანდათან ირწყვებოდა;
- სამიწათმოქმედო სამუშაო, რომელიც დაკავშირებული იყო მიწისთვის წყლის არხის გაჭრასთან და ეს იყო პირველი კვალი.