ნიჩაბი
09:03, 26 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ნიჩაბი'''</big> ---- # ხელით სამუშაო შრომის იარაღი. კალოს იარაღია,...)
ნიჩაბი
- ხელით სამუშაო შრომის იარაღი. კალოს იარაღია, ერთი მთლიანი ხისაგან გამოთლილი. იხმარება პურეულის ლეწვის დროს, კალოობაზე პურეულის მარცვლის დასახარისხებლად დანიავების პროცესში. სამეურნეო-ეკოლოგიურ პირობებთან შეფარდებით არსებობს ორი სახეობა: დიდი ზომის სანიავებელი ნიჩაბი, დიდი გუთნის გავრცელების და მცირე ზომის სანიავებელი ნიჩაბი, აჩაჩისა და ორხელას ტიპის სახვნელი იარაღების ზონაში.. თლიდნენ თელისაგან, ან ვერხვისაგან. აქვს ტარი და ფარფლიანი პირი;
- ხის ან ლითონის ბრტყელ პირიანი და ხისტარიანი იარაღი რაიმეს ასახვეტად (ქვიშის, მარცვლეულისა და ა. შ.);
- ნავის სამართავი, მოსასმელი.