ალიგოტე
ალიგოტე
ფრანგული წარმოშობის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ბურგუნდიაში მისი გაშენება მე-17 ს-ში დაიწყეს. მისი მეორე სახელწოდებაა პინო. იგი საქართველოში მე-20 ს-ის დასაწყისში შემოიტანეს და საცდელად გააშენეს სოფ. მუხრანის მევენახეობის ზონაში (მცხეთის რ-ნი). ამიტომაც ქართული ღვინის ასორტიმენტის სიაში მუხრანულის სახელითაა შესული. ალიგოტედან მზადდება სუფრის მაღალხარისხოვანი თეთრი ღვინო და შამპანური.
წყარო: ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი. მთ. რედ. პროფ. სოსოჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.