გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბასილა

09:01, 1 მარტი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Basila.jpg

ბასილა


საახალწლო რიტუალური პური. აცხობდნენ ახალი წლის წინა ღამეს, წარმოადგენდა ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც ნაყოფიერების მინიჭების მიზნით ფალოსის ნიშანი ჰქონდა გაკეთებული. ბასილას კვერს ინახავდნენ წყალკურთხევამდე. ამ დღესასწაულზე ბასილას აიღებდნენ, თოხის ტარზე გადაატარებდნენ და სხვას გაუნაწილებდნენ სიტყვებით: "უხვი მოსავალი მოგვცესო". მეცნიერებაში გამოთქმული აზრით, ბასილა, ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი სარიტუალო პურია, იგი საახალწლო ხონჩის, აბრამიანის განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა.


წყაროები