ბეთქილი
ბეთქილი
ბაილ, ბეთგილ საბრალ, ბეთგილ ლეჟრი! | ბაილ, ბეთქილ საბრალო, ბეთქილ საცოდავო! | |
ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
ბაილ, მჷლახ-მჷჟალ ინზორალე, | ბაილ, მულახ-მუჟალი იკრიბება, | |
ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
ბაილ, ჟავ ხაგენახ ლელტხაშ მურგვა̈ლს | ბაილ, შესდგომიან ლენტეხის ფერხულს, | |
ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
ბაილ, აშ ხოსკინა თვეთნამ კვიცრას, | ბაილ, გამომხტარა თეთრი შუნი, | |
ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
ბაილ, აშ ხოსკინა ბეთგიშ ნაბრა̈ჴს, | ბაილ, გაურბენია ბეთქის ლაჯებში, | |
ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
ბაილ, ალი ბეთგიშ მისა̈ნ ირი! | ბაილ, ეგ ბეთქის წერა იქნება! | |
ბაილ ილბა, ილბა ბაილ. | ბაილ ილბა ილბა ბაილ. | |
ამიშ მეჭემ ჲა̈რ ღალ ირი? | ამის გამკიდე ვინ იქნება? | |
ამიშ მეჭემ ბეთგილ ირი. | ამის გამკიდე ბეთქი იქნება. | |
ბეთგილ ჯაბრა̈რს იკარზალე, | ბეთქილი ბანდულებს იბანდავს, | |
ხეჭმინალე ნაზვა̈რს მიჩა; | მისდევს მის ნაკვალევს; | |
სგვებინ ნაზვა̈რ მჷჭა̈ბ ხერა, | წინ ნავალი გაკვალული ექნება, | |
ღვეშგმავ ლა̈ხსგი ნაზვა̈რს მიჩა, | უკან მოხედე მის ნავალს, | |
ნაზვა̈რ მიჩა დემეგ თერახ. | მისი ნავალი აღარ ჩანს. | |
ალი ბეთგიშ მისა̈ნ ირი. | ეგ ბეთქის წერა იქნება. | |
სგავ მეჩედლი მეშხამ კოჯთე, | შესულა შავს კლდეში, | |
და̈ლი ფუსდა̈შ ლარდათესგა. | დიოფალ დალის სამყოფში. | |
ხოჩა ლადეღ დალი ფუსდას! | გამარჯობა ("კაი დღე") დიოფალ დალს! | |
მაგვა̈რ ხოჩა ლადეღ ჯერი, | როგორი კაი დღეც გექნება, | |
ეჯის მია სი ლაჯთონისგ! | იმას მე შენ გასწავლი! | |
იმღა ხოღლა̈ტ პირობს მიშგვა? | რად უღალატე ჩემს პირობას? | |
მიშგუ ნაჰოდ ჰო̈შმილდ მ' ადუ? | ჩემი მონაცემი მძივი რა უყავ? | |
ეჯი ლაყვრა თხურმა̈შ ა̈მსად. | ის საწოლის სასთუმალში დამრჩა. | |
მაგვა̈რ ლაყვრა თხურმა̈შ ა̈ჯსად, | როგორი საწოლის სასთუმალში(ც) დაგრჩა, | |
ეჯგვა̈რ ლიტხალს მი სი ჯეჩო! | ისე (კარგად) მე შენ დაგაბრუნებ! | |
დალი ფუსდა სგა ლახთო̈ფა, | დიოფალი დალი გამქრალა ("დაჰკარგვია"), | |
ბეთგილ კოჯას სგა ხასედა: | ბეთქილი კლდეს შერჩენია: | |
ლერსგვან შიმიშ ლაბჷრგ ლა̈ხსად, | მარჯვენა ხელის მოსაკიდი შერჩა, | |
ლერთან ჭიშხმიშ ლა̈გნა ლა̈ხსად. | მარცხენა ფეხის დასადგამი შერჩა. | |
ბეთგილ საბრა, ბეთგილ ლეჟრი! | ბეთქილ საბრალო, ბეთქილ საცოდავო! | |
"მა̈ი ლიტხალ მი მეროლე? | "როგორი დაბრუნება მექნება მე? | |
ლაცლას მიშგვა ხონჷნბავედ: | ჩემს ტოლებს უამბეთ: | |
"ბეთგილს ჩუ ნომა ხიშდჷნედ!" | "ბეთქილს ნუ დაივიწყებთ!" | |
დედეს მიშგვა ხონჷნბავედ: | დედაჩემს უამბეთ: | |
მიჩა ნანაყ ქუთ ი ჭიშდვა̈რს | თავის ნაცხობ ხაჭაპურსა და ჭიშდვარს | |
ლეთ ი ლადეღნ მიფანადეს; | დღე და ღამე მიდებდეს სულის მოსახსენებლად; | |
ხეხვის მიშგვა ხონჷმბავედ: | ჩემს ცოლს უამბეთ: | |
მერმე მიშგვან ნორ ა̈ნცხონას!" | ჩემს თავს სხვა არავინ ირჩიოს!" | |
ბეთგილ კოჯას ქავ შყედენი, | ბეთქილი კლდეზე გადმოვარდება, | |
ჩუქვან ლაცლა ჟივ იკჷდეხ. | ძირს ტოლები აიღებენ. |