გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ამბოკვარი

08:31, 11 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ამბოკვარი


ძუძუთა ბავშვის სულის მომვლელი საიქიოში. ხევსურთა რწმენით, სულეთის ღმერთი სულეთის მკვიდრ უსუსურ ბავშვებს აბარებს ამბოკვრებს, რომელთა მოვალეობას მათზე ზრუნვა შეადგენს. ჭირისუფალი სამზეოდან რძეს „სახელს უდებს“ და ამბოკვარს მიმართავს: „ვინც ჩემის ყმაწვილის ამბოკვარი ხარ ამითამც ადუმებ, ამ ასახვრეტითამც ულბობ პირს, უძუძურობითამც ნუ შეგაწუხებს, უსახვრეტოობითამც ნუ დაგაღონებს. შენიმც საქმარია ეს ზისცვარი“.


წყაროები