აბრამიანი
19:11, 9 ივნისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <center>აბრამიანი</center> ფაილი:Bediskverebi.jpg|thumb|right|<center>ბედი...)
ხონჩაზე გაწყობილი სააახალწლო მისალოცი (ღორის თავი, შაქარი, გოზინაყი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა, ბოღლიწო, აგრეთვე საახალწლო ბედისკვერები კრუხ-წიწილას, კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედის, ნამგლისა და სხვა ფორმისა). ახალი წლის გათენებისას ოჯახის უფროსი მამაკაცი აბრამიანით ხელში სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შიგ შევიდოდა და სამჯერ გაიმეორებდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი — კვალი ანგელოზისა".
ოჯახის თითოეულ წევრს ღვინისა და თაფლში ამოვლებულ პურის ლეკმას — ბოღლიწოს — ჩამოურიგებდა და ეტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდიო. აბრამიანიდან დაკავშირებული საახალწლო რიტუალი სიუხვისა და დოვლათიანობის დასაბერებლად სრულდებოდა.
ლიტერატურა
- ჯალაბაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 33, თბ., 1975 წელი.